Saturday, July 20, 2013

თერჯოლის   რაიონის,  მე-2   საჯარო   სკოლაში   13  დღის   მანძილზე   მიმდინარეობდა   ი.ს.ტ.-ის   მე-2  დონის    ტრენინგი.  ტრენერი-მაიკო  ჯოხაძე,    სასწავლო   მასალა   გავიარეთ    ინტერესით  და   მაქსიმალური   დატვირთვით,  რაშიც    ძალიან   დიდი   წვლილი    მიუძღვის    ჩვენ    ტრენერს,   რისთვისაც    მინდა   მადლობა   გადავუხადო    ქალბატონ    მაიკოს.

Thursday, July 18, 2013

ისინი საუკუნეებს ითვლიან

პ რ ო ე ქ ტი
პროექტის   სახელწოდება: „ისინი    საუკუნეებს   ითვლიან“
პროექტის   მთავარი   იდეა:    ბუნების   სიყვარული
აქტუალობა:  მოსწავლეების  ნაკლებინფორმირებულობა   საკკუთარი  რაიონის  მცენარეული   საფარის  შესახებ.
მიზანი:  მოსწავლეები   გაეცნონ  საკუთარი    რაიონის   ფლორას,  კიდევ  უფრო  კარგად   იგრძნონ   ბუნების,  საკუთარი  რაიონის   სიყვარული,  გაუღრმავდეთ  თითოეული  მცენარის,  განსაკუთრებით   ასაკოვანი  მცენარეების  მოვლის  და  დაცვის   სურვილი. მოსწავლეთა  გონებაში  მცენარეთა  სიყვარულის   უკვდავყოფა.
მოსწავლეთა   ასაკი:    11-14   წელი.
ვადები / ხანგრძლივობა:  1  თვე.
მოსალოდნელი   შედეგები: ბავშვები  სწავლობენ  ინტერნეტით    სარგებლობას,   ინფორმაციის  მოძიებას,უვითარდებათ  შემოქმედებითი  და   კვლევის  უნარ-ჩვევები, ხდებიან  უფრო  კომუნიკაბელურნი,  თამამები,  რაც  მთვარია  კარგად  ეცნობიან  საკუთარი  რაიონის  ეკოლოგიურ  ძეგლებს,   რომლებიც  სამუდამოდ  აღებეჭდებათ  მათ  გულსა  და  გონებაში. მოსწავლეები  შექმნიან  კედლის  გაზეთებს,  ფოტომასალას,  პრეზენტაციას, ჩაატარებენ  ღონისძიებას,  მოაწყობენ  ექვსკურსიას  რაიონის  მასშტაბით.
რესურსები:   წიგნები,  ფოტოები,  ფლიტ- ჩარტები,  ფლომასტერები,   ფანქრები,  ი.ს.ტ.-პრეზენტაციისათვის.
პროექტის   მსვლელობა: 1. პროექტის   ხელმძღვანელის  საუბარი   რაიონოს  ასაკოვანი  მცენარეების  ნაირგვარობისა  და  გავრცელების  შესახებ.
2.   ვაძლევ  დავალებას  ინტერნეტით   მოიძიონ   ინფორმაცია    და  ფოტოები  ასაკოვან   მცენარეებზე.
3.   ვამზადებ  სიმღერას,   ლექსებს,    ვამზადებ   ღონისძიებას   „ტყე   შეუნახე   შვილებსა“
4.   ვაწყობ  გამოფენას   თერჯოლის   რაიონის  თითოეული  სოფლისათვის  დამახასიათებელი  ასაკოვანი   მცენარეების   ფოტოებით.
5.  ვქმნით   ჰერბარიუმს.
6.  ვაწყობთ   ღონისძიებას.
7. ვქმნით   ჰერბარიუმებს
8. ვაქყობთ    ექვსკურსიას    რაიონის   მასშტაბით.
9. ყველაფერი   ამის   თავმოყრის  შემდეგ   ვაწყობ   პრეზენტაციას   ფართო   აუდიტორიის   წინაშე.
10. ე.ს.გ-თან   კავშირი: ინტეგრირებული    პროექტია,  მოიცავს  ბიოლოგიას,  ეკოლოგიას, სამოქალაქო   განათლებას.
11. პროექტის   ხელმძღვანელი   მასწავლებელი:  მზია  მაკარიძე.
13.mziamakaridze1970@blogspot.com



Wednesday, July 17, 2013

ჩემი ბიოგრფია

დავიბადე    1970   წლის    13   თებერვალს,  თერჯოლაში.    1977წელს    შევედი   თერჯოლის   მე-2    საშუალო   სკოლაში    და    დავამთავრე   აღნიშნული   სკოლის   სრული   კურსი.   1987  წელს   ჩავირიცხე     ქ.  ქუთაისის    აკ.   წერეთლის   სახ. ინსტიტუტში   ბუნებისმეტყველების   ფაკულტეტზე,    ბიოლოგის   სპეციალობაზე.   ინსტიტუტის   დამთავრებისთანავე    მუშაობა   დავიწყე   თერჯოლის   მე-2   საჯარო   სკოლაში    ბიოლოგიის    მასწავლებლად,   სადაც   ამჯამად   ვაგრძელებ   მუშაობას,   ვარ   სერთიფიცირებული    პედაგოგი.